Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ალაფიშვილი არჩევნებსა და საჯარო ფინანსებზე


ლევან ალაფიშვილი არჩევნებსა და საჯარო ფინანსებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:43:48 0:00

28 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ალაფიშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე - "არჩევნები და საჯარო ფინანსების მართვა". საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გამოიკვლია წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდვების უზრუნველყოფა იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ), რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო, ავტონომიური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში აკრძალულია ისეთი საბიუჯეტო პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. კვლევის თანაავტორები (ლევან ალაფიშვილი და გიორგი ესაკია) შენიშნავენ, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სსიპ-ებზე, რომლებიც არ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან, თუმცა, განკარგავენ მნიშვნელოვან სახსრებს და გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. სსიპ-ების ფინანსების მართვის სისტემის გამოკვლევა ოთხი ორგანიზაციის მაგალითზე წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG