Accessibility links

პაკისტანში ძალადობამ რვა ადამიანი შეიწირა


პაკისტანში რვა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა შიიტ მუსლიმებზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. სავარაუდოდ, რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებული იერიში მოეწყო ქალაქ ბაგანში, რომელიც ავღანეთის მოსაზღვრე კურამის რაიონში მდებარეობს. ამ რეგიონში ადრეც ყოფილა ძალადობა სუნიტ მუსლიმებსა და უმცირესობაში მყოფ შიიტებს შორის. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტომანქანას. მოკლულებს შორის ერთი ბავშვიც არის.
XS
SM
MD
LG