Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს


ყირგიზეთის ოთხი ციხის პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს, მათი ახლობლების განმარტებით, ციხეებში არსებულ მძიმე პირობებზე ყურადღების გასამახვილებლად. სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ შიშმილობა დაიწყო ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული ოფიციალური კამპანიის საპასუხოდ. სასჯელაღსრულების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე კალიბეკ კაჩკინალიევის განცხადებით, ხელისუფლებას საკმარისი რესურსები აქვს ვითარების გასაკონტროლებლად. ჩვენი რადიოს ყირგიზული სამსახურის ცნობით, ციხის ხელმძღვანელობასა და პატიმრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ არ არის ნათელი, რამდენი ადამიანი მონაწილეობს შიმშილობის აქციაში.
XS
SM
MD
LG