Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უკმაყოფილოა გაეროს ადამიანის უფლებათა გამომძიებლის დანიშვნით


ირანმა დღეს გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გამომძიებლის დანიშვნას ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ბრალდებების შესასწავლად. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ახალი პოსტი „პოლიტიკურად არის მოტივირებული“ და მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დარღვევისაგან. გაეროს ადამიანის უფლებათა 47-წევრიანი საბჭო ხუთშაბათს მიემხრო ირანისათვის ადამიანის უფლებების გამომძიებლის დანიშვნას. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ შეიქმნა პოსტი კონკრეტულ ქვეყანაში ვითარების გამოსაძიებლად. ირანი არ არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი.
XS
SM
MD
LG