Accessibility links

logo-print

"ოპოზიციური რვიანის" მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა


"ოპოზიციური რვიანი" ხსნის სერიოზულ ფრონტს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტად დაინახოს, რომ საქართველოს მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება საარჩევნო რეფორმის მოლოდინში არიან - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი განმარტებით, "ოპოზიციური რვიანის" მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ხელისუფლებამ არ ისურვა მშვიდი საუბრის ფორმატით დათანხმებოდა სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელ წინადადებებს. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ”ოპოზიციური რვიანი” კონკრეტული საქმიანობის განახლებას შესაძლებლად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დასაბუთებულ და ოპოზიციის წინადადებებთან დაახლოებულ ინიციატივებს წარადგენს.
XS
SM
MD
LG