Accessibility links

logo-print

დევნილებმა კობა სუბელიანის გადადგომა მოითხოვეს


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის გადადგომა დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს დევნილებმა და ახალი მემარჯვენეების აქტივისტებმა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, სამინისტროს შენობაში შესვლის პირველი წარუმატებელი მცდელობიდან რამდენიმე ხანში დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები შენობაში შეუშვეს და მათ კობა სუბელიანი შეხვდა. მინისტრს აქციის მონაწილე დევნილებმა მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება და განმარტება შარშან მიღებული თითქმის 100 000 ლარის პრემიისა და ხელფასის თაობაზე. სუბელიანმა საპრემიო თანხის მიღების ფაქტი დაადასტურა და დევნილებს იმის გასარკვევად მიმართა, რა სურთ, მისი გადადგომა, თუ მათი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარება.
XS
SM
MD
LG