Accessibility links

logo-print

პარლამენტი მხარს არ უჭერს კობა სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას


საქართველოს პარლამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლება ხუთშაბათს მოითხოვა ქარისტიან-დემოკრატთა ფრაქციამ. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა კენჭი უყარა სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმის მიზანშეუწონლობას, რასაც არ დაეთანხმა 81 დეპუტატი 11-ის წინააღმდეგ. დღევანდელ სხდომაზე ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ კობა სუბელიანის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პროკურატურისგან მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს პარლამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც. დღეს საპარლამენტო დებატები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და განათლების და მეცნიერების მინისტრების მოსმენით გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG