Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი მზად არის, სანდო ძალას დაუთმოს ძალაუფლება


იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა დღეს გამოთქვა მზადყოფნა, სხვას გადააბაროს ძალაუფლება ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად - მაგრამ ეს უნდა იყო გარდამავალი მთავრობა, სალეჰის თქმით, „სანდო ხელები“. სალეჰის ამ, სატელევიზიო მიმართვის ფონი იყო დემონსტრანტების მზადება იემენის დედაქალაქ სანააში მორიგი მასობრივი აქციებისათვის. მთავრობის მოწინააღმდეგეები და მომხრეები ცალ-ცალკე შეიკრიბნენ, არმიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა თავ-თავიანთი ბლოკსაგუშაგოები აღმართეს. გასულ პარასკევს 50-მდე ადამიანი დახოცეს საპროტესტო აქციების დროს. ოპოზიციის მომხრეები მოითხოვენ, რომ ბოლო მოეღოს პრეზიდენტ სალეჰის მმართველობას, რომელიც უკვე 32 წელია, გრძელდება.
XS
SM
MD
LG