Accessibility links

logo-print

შაშკინი: პედაგოგების საშუალო ხელფასი 600 ლარამდე გაიზრდება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამომავლოდ პედაგოგების საშუალო ხელფასი 600 ლარი გახდება. შაშკინმა პარლამენტში, ე.წ. სამთავრობო კვირეულთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მასწავლებლის ანაზღაურება დამოკიდებული იქნება მის კვალიფიკაციაზე. ამასთან, შაშკინის თქმით, სახელმწიფო ხელს უწყებს პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რისთვისაც მიმდინარე წელს 15 მლნ ლარია განკუთვნილი.
XS
SM
MD
LG