Accessibility links

logo-print

სირიაში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს სამხრეთში მდებარე ქალაქ დარააში. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიის რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის დედაქალაქ დამასკში გაიმართა საპროტესტო აქციები მიუხედავად მმართველი რეჟიმის მიერ რეფორმების დაპირებისა. დარააში სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ყოფილ პრეზიდენტ ჰაფეზ ასადის - ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის - ძეგლს. ხალხი შეკრებილი იყო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, წინა დღეებში გამართულ დემონსტრაციებში დახოცილი ათობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი დაუშინეს მეზობელი რეგიონებიდან დარააში, დემონსტრანტების მხარდასაჭერად მიმავალ ხალხს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ხუთშაბათს სირიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია თანახმაა, განიხილოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონების გაუქმების საკითხი. საგანგებო მდგომარეობა სირიაში 1963 წლიდან მოქმედებს.
XS
SM
MD
LG