Accessibility links

იაპონიაში ბირთვულ კრიზისს ამწვავებს წყლის დაბინძურება


ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე სტაბილიზაციის სამუშაოებს ართულებს რადიაქტიური ნივთიერებით წყლის დაბინძურება. ოფიციალური პირების განცხადებით, რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს წყალში ფუკუსიმის კომპლექსის სამი რეაქტორის შენობებში. კომპლექსი სულ ექვს რეაქტორს მოიცავს და ტოკიოს ჩრდილოეთით, 240 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური ინფორმაცით, ფუკუსიმის საწარმოსთან, ზღვის წყალში რადიაცია 1 250-ჯერ აღემატება ნორმას. ჯერ არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია წყალში რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვა. შესაძლო წყაროებად განიხილება რეაქტორის დამცავი გარსის დაზიანება, დაზიანებული მილები, ან გაქრევის სამუშაოები. 11 მარტის ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგადად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო ინფორმაციით, 10 000 აღემატება. დაკარგულად ითვლება კიდევ 17 000 ადამიანი.
XS
SM
MD
LG