Accessibility links

ობამა: სამხედრო მისიამ ლიბიაში „ურიცხვი“ ადამიანი გადაარჩინა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, სამხედრო მისია ლიბიაში არის ნათელი, კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირებული და შეზღუდული და მან უკვე „ურიცხვი“ სამოქალაქო პირი გადაარჩინა. ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ობამამ ასევე განაცხადა, რომ ლიბიის ანტისაჰაერო თავდაცვა მწყრობიდან გამოიყვანს, რომ კადაფის ძალები წინ ვეღარ მიიწევენ და რომ ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბენღაზი, რომელსაც კადაფი უმოწყალოდ განადგურებით ემუქრებოდა, შეძლეს მოეგერიებინათ მისი იერიში. როგორც იუწყებიან, ორშაბათს საღამოს ობამა თანამემამულეებს მიმართავს ლიბიაში კონფლიქტის საკითხზე.
XS
SM
MD
LG