Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა ნატოს საჰაერო დარტყმებს


ნატოს განცხადებით, საჰაერო იერიშმა, რომელიც, გეგმით, სამხრეთ ავღანეთში თალიბების ორი ავტომანქანის წინააღმდეგ იყო მიმართული, სამოქალაქო პირები შეიწირა. ამ ცნობაში ნათქვამი არ არის, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ნატოს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება ჰელმანდის პროვინციის ნავ ზადის რაიონში პარასკევს მოწყობილ იერიშთან დაკავშირებით. საჰაერო ოპერაცია მოჰყვა სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ორ ავტომანქანაში თალიბების ლიდერი და მისი თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ოპერაციის შედეგად სამოქალაქო პირები დახოცეს.
XS
SM
MD
LG