Accessibility links

logo-print

სირიაში საპროტესტო აქციები ფართოვდება


სირიაში სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია ასადების ოჯახის 40-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სირიის, სულ ცოტა, ექვს დასახლებაში. ამ ცნობას, რომელიც პარასკევს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესმა, სხვა დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ. იუწყებიან აგრეთვე, რომ ხელისუფლებამ შეზღუდა სირიაში ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლება.
XS
SM
MD
LG