Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალს წყალმომარაგება შეუწყდა


შაბათს საღამოს ცხინვალს წყალმომარაგება შეუწყდა, როგორც იუწყებიან, ავარიის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება, რომ მდინარე ლიახვის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და წყალგაყვანილობა დააზიანა. მანამდე მილსადენზე კიდევ ორი ავარია მოხდა. სპეციალისტების განმარტებით, მილები დაძველებულია. როგორც ინტერფაქსი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ცხინვალის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ წყალმომარაგება კვირა საღამოს აღდგება.
XS
SM
MD
LG