Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საპროტესტო აქციები გამართეს ატომური ენერგიის მოწინააღმდეგეებმა


გერმანიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს ატომური ენერგიის მოწინააღმდეგეებმა. პოლიციის მონაცემებით, ბერლინში 50 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიტინგები და საპროტესტო სვლები გაიმართა აგრეთვე ჰამბურგში, კიოლნში, მიუნხენში. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ატომური ენერგეტიკის განვითარება პოტენციური საფრთხის გამო, რომელიც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ექმნება. მანიფესტაციები მოეწყო მწვავე კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც იაპონიაში წარმოიშვა 11 მარტის მიწისძვრითა და ცუნამით ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის დაზიანების გამო.
XS
SM
MD
LG