Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება საერთაშორისო ოპერაცია ლიბიის ლიდერის ჯარების წინააღმდეგ


პენტაგონის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციამ საჰაერო დარტყმები განახორციელა ლიბიის სანაპიროს გასწვრივ, ისევე როგორც ქალაქების ტრიპოლის, მისრატისა და აჯდაბიის წინააღმდეგ. ლიბიელმა მეამბოხეებმა შეძლეს, კონტროლი აღედგინათ ქალაქ აჯდაბიაზე, რასაც წინ უსწრებდა კოალიციის საჰერო იერიშები ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარების პოზიციებზე. აჯდაბიის აღების შემდეგ, მეამბოხეებმა გააგრძელეს წინსვლა დასავლეთით და, როგორც იუწყებიან, კონტროლი დაამყარეს 70 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბრეგაზე. დღეს დაიწყო კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ოპერაციის მეორე კვირა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ ხალედ ომარის განცხადებით, საერთაშორისო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპულია 114 ლიბიელი. მას არ უთქვამს, დაღუპულთაგან რამდენია სამოქალაქო და რამდენი სამხედრო პირი.
XS
SM
MD
LG