Accessibility links

იემენის ხელისუფლება კრიზისზე მსჯელობს


იემენის მმართველი პარტია და მისი ლიდერი, პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი დღეს იმსჯელებენ კრიზისზე, რამდენიმეკვირიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციებისათვის ბოლოს მოსაღებად. სალეჰი, რომელიც 32 წელია, ხელისუფლების სათავეში დგას, პარტიის ხელმძღვანელობას გააცნობს ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგებს. სალეჰმა შაბათს საღამოს განაცხადა, რომ მზად არის, რამდენიმე საათში გადადგეს, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს „ღირსეულად“ მოხდება. სალეჰი შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა ალ-ყაიდის იემენში მოქმედ განშტოებასთან ბრძოლაში. იემენში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტის გადადგომისა და რეფორმების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG