Accessibility links

logo-print

ლიბიელი მეამბოხეები წინსვლას განაგრძობენ


ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმებმა მეამბოხეებს შეუქმნა პირობები, ისევ დაემყარებინათ კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორ ქალაქზე, რომლებიც მანამდე ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარების ხელში გადავიდა. შაბათს მეამბოხეებმა აიღეს ჯერ ქალაქი აჯდაბია, რომელიც დასავლეთ ლიბიაში მდებარეობს, მოგვიანებით კი საპორტო ქალაქი ბრეგა. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, კოალიცია წარმატებით ახორციელებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ლიბიაზე ფრენის აკრძალვას და ზომებს ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად. საფრანგეთის განცხადებით, მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბიის ხუთი თვითმფრინავი და ორი ვერტმრფენი ჩამოაგდეს საჰაერო ბაზასთან, რომელიც ქალაქ მისრატასთან მდებარეობს. მისრატა მეამბოხეების მთავარი პლაცდარმია დასავლეთ ლიბიაში. კადაფის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, საჰაერო დარტყმებმა, რომლებიც აჯდაბიასა და სირტეს შორის გზაზე განხორციელდა, მრავალი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეიწირა.
XS
SM
MD
LG