Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დაესწრება კრიკეტის მატჩს ინდოეთში


პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის განცხადებით, ის დაესწრება კრიკეტში პაკისტანის ნაკრებისა და მისი ტრადიციული მეტოქის, ინდოეთის გუნდის მატჩს, რომელიც ოთხშბათს ინდოეთში გაიმართება. საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც პაკისტანის და ინდოეთის გუნდები პირველად ეთამაშებიან ერთმანეთს 2008 წლის შემდეგ, როცა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. თავდასხმების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ოპერაცია პაკისტანში დაფუძნებულმა ექსტრემისტებმა განახორციელეს, რამაც უთანხმოება გაამწვავა ინდოეთსა და პაკისტანს შორის. პაკისტანის პრემიერ-მინისტრ გილანის განცხადებით, ის ინდოელმა კოლეგამ, მანმოჰან სინხმა მიიწვია კრიკეტის მატჩზე. კრიკეტი გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ორივე ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG