Accessibility links

logo-print

იაპონიაში მაღალი რადიაციის აღმოჩენა აფერხებს კრიზისის მოგვარებაზე მუშაობას


ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურში მაღალი რადიაციის აღმოჩენა აფერხებს სამუშაოებს, რომელთა მიზანიც ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებაა. საწარმოს ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ წყალში, რომელიც ელექტროსადგურის მეორე რეაქტორში შეამოწმეს, რადიაცია 10 მილიონჯერ აღემატებოდა ნორმას. მოგვიანებით კომპანიამ შეასწორა ეს ინფორმაცია - განაცხადა, რომ არასწორი რიცხვი დასახელდა, თუმცა, რადიაცია მაინც საკმარისად მაღალი იყო საწარმოს თანამშრომლების ევაკუაციის განსახორციელებლად. ახლა მთავარი ამოცანაა რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყლის უსაფრთხოდ მოცილება. იუწყებიან აგრეთვე, რომ ატომურ ელექტროსადგურთან, ზღვის წყალში აღმოაჩინეს რადიაქტიური იოდი, რომლის მაჩვენებელიც ნორმაზე 1850-ჯერ მეტია. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, იუკია ამანოს შეფასებით, კრიზისი იაპონიის ატომურ ელექტროსადგურში „შორს“ არის მოგვარებისაგან. ამანო გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში გამოთქვამს შეფასებას, რომ შესაძლოა, კიდევ კვირებმა განვლოს საწარმოს სტაბილიზაციამდე.
XS
SM
MD
LG