Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში საპროტესტო აქციები გაიმართა


მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეებმაც სოლიდარობა გამოხატეს, მათი განცხადებით, პოლიტიკური პატიმრების მიმართ. მთავარი ლოზუნგები იყო „კმარა რეპრესიები!“ და „ძირს პოლიციური სახელმწიფო!“ მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური მოძრაობების, „მემარცეხენე ფრონტის“, „სოლიდარობის“, „სხვა რუსეთის“ წარმომადგენლები. აქტივისტები მოითხოვენ რუსეთში „რისხვის დღედ“ წოდებული აქციების მონაწილე გრიგორი ტორბეევისა და სერგეი მოხნატკინის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG