Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო დათანხმდა ლიბიაში ოპერაციების გაძღოლას


ნატო თანახმაა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისაგან ჩაიბაროს ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების გაძღოლა. ეს გადაწყვეტილება ალიანსს შესაძლებლობას აძლევს, უხელმძღვანელოს ოპერაციას, რომლის მიზანიცაა სამოქალაქო პირების დაცვა მუამარ კადაფის ჯარებისაგან, ისევე როგორც ლიბიაში ფრენის აკრძალვის და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს მოქმედების უზრუნველყოფა. კვირას ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეებმა კონტროლი აღადგინეს ნავთობმრეწველობის ორ მნიშვნელოვან კომპლექსზე რას ლანუფში და ბრეგაში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი აჯდაბია. დედაქალაქ ტრიპოლისთან უფრო ახლოს მდებარე რეგიონებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მისრათაში მიმდინარეობდა ბრძოლა კადაფის მომხრეებსა და მეამბოხეებს შორის. კადაფი ცდილობს დასავლეთ ლიბიაზე კონტროლის გამყარებას. თვით ტრიპოლიში, ისევე როგორც ქალაქ სირტეში აფეთქებები ისმოდა.
XS
SM
MD
LG