Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში ოპოზიციისთვის მისაღებია კრიზისში ქუვეითის შუამავლობა


ბაჰრეინში შიიტების უდიდესი ოპოზიციური ორგანიზაცია დათანხმდა ქუვეითის წინადადებას, რომ იშუამავლებს ბაჰრეინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას, პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. ბაჰრეინში 16 მარტს, მონარქის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა, უმეტესწილად, შიიტი დემონსტრანტების რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები. შიიტების ოპოზიციური ორგანიზაციის წარმომადგნლის განცხადებით, ქუვეითის ამირა, შეიხი საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰი გამოვიდა ინიციატივით, რომ იშუამავლებს ბაჰრეინის მმართველ სუნიტურ დინასტიასა და შიიტ ოპოზიციონერებს შორის.
XS
SM
MD
LG