Accessibility links

ებრაელი ბიზნესმენების საქმის განხილვა დღეს დასრულდება


საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმის განხილვა დღეს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ბიზნესმენების ადვოკატზე, არჩილ კბილაშვილზე, დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, დღესვე გახდება ცნობილი, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ადვოკატის ინფორმაციით, გასულ კვირას საქართველოს ებრაული დელეგაციაც სტუმრობდა, თუმცა მათ მიერ გამართული შეხვედრების შესახებ არჩილ კბილაშვილისთვის უცნობია. "არ ვიცი ვისთან გაიმართა შეხვედრები. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყოლია. მათ თბილისი 25 მარტს დატოვეს", - აღნიშნა ადვოკატმა.
XS
SM
MD
LG