Accessibility links

logo-print

გაერო: მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მცირდება


გაეროს დევნილთა რეგისტრაციის უწყების ინფორმაციით, გასულ წელს შემცირდა მიმართვიანობა დასავლეთის ქვეყნებისადმი დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, 2010 წელს დასავლეთის ქვეყნებს დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნით 360 ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც ხუთი პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან და 42 პროცენტით ნაკლები 2001 წელთან შედარებით. ამჟამინდელი ტენდენცია ახსნილია იმ მკაცრი წესების შემოღებით, რომლებიც მალტის, იტალიისა და საბერძნეთის ხელისუფლებამ დააწესა.
XS
SM
MD
LG