Accessibility links

მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ფაქტები შემცირდა


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესტი ინტერნეშნელის“ ინფორმაციით, 2010 წელს შემცირდა სიკვდილით დასჯის ფაქტები. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 572 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც თითქმით ორი ასეულით ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს. თუმცა აღნიშნული სტატისტიკა არ შეიცავს ინფორმაციას ჩინეთიდან. ოფიციალური პეკინი ასაიდუმლოებს ქვეყანაში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რაოდენობას. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 252 ადამიანი, ირანში დასაჯეს სიკვდილით.
XS
SM
MD
LG