Accessibility links

სირიაში საპროტესტო აქციების მონაწილეებს აკავებენ


ბოლო სამი დღის განმავლობაში სირიაში ანტისახელმწიფოებრივი აქციების ათობით მონაწილეა დაკავებული. ამის შესახებ ლონდონში განთავსებული სირიული უფლებადამცველი ორგანიზაცია იტყობინება. „ამნესტი ინტერნეშნელის“ მტკიცებით კი სირიაში აქციების შედეგად სულ 83 ადამიანია დაკავებული. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად 120 ადამიანია დაღუპული. თუმცა სირიის ხელისუფლება მხოლოდ 30 გარდაცვლილზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები სირიაში ორი კვირის წინ დაიწყო. მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილენი ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG