Accessibility links

logo-print

ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა ნატომ ჩაიბარა


აჯანყებულების კოლონა სირტას მახლობლად

აჯანყებულების კოლონა სირტას მახლობლად

ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის სირტას აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. ცოტა ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირტაზე ავიადარტყმებს საერთაშორისო კოალიციის ძალები ახორციელებდნენ. დღეიდან ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ოფიციალურად ჩაიბარა. კვირას, საღამოს სროლის ხმა ისმოდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში. ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მუამარ კადაფი დედაქალაქში იმყოფება. ლიბიის ხელისუფლების ინფორმაციითვე, ახალი მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროების მიერ.
XS
SM
MD
LG