Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არალეგიტიმურად მიიჩნევს დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებას


საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნევს რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის მოლაპარაკებას საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის შესახებ. აფხაზური და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოლაპარაკება დღეს მოსკოვში განახლდება და პირველ აპრილამდე გასტანს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საზღვარი არსებობს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, ის უკვე დადგენილია და დემარკაცია-დელიმიტაცია განხილვას არ საჭიროებს. კალანდაძის თქმით, რუსეთის და აფხაზეთის მცდელობა დაადგინონ ახალი საზღვრები, არალეგიტიმურია და მას რაიმე იურიდიული ძალა არ ექნება. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პოლტიკას განაგრძობს და მის დაკანონებას ფსევდოკომისიების შექმნით ცდილობს.
XS
SM
MD
LG