Accessibility links

logo-print

ოპოზიციას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ


ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხებისადმი მიძღვნილი დიალოგის მაგიდასთან მუშტების ქნევა, ან მჯიღის ცემა მიუღებელია. პავლე კუბლაშვილი ”ოპოზიციური რვიანის” მხრიდან მუქარად აფასებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ მმართველი პარტია ოპოზიციის წინადადებებს არ დათანხმდება, ქვეყანაში სიტუაციას დაძაბავს.
XS
SM
MD
LG