Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ბიწაძე ადასტურებს ინფორმაციას მიუნხენში მომხდარი კონფლიქტის შესახებ


საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე ადასტურებს მისი და ქართული პარტიის თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის კონფლიქტს, რომელიც მიუნხენის აეროპორტში მოხდა. ბიწაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს განუცხადა, რომ გაჩეჩილაძეს დავალებული აქვს მისი პროვოცირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რასაც თავად არ აჰყვება. სააგენტოს შეკითხვას, იყო, თუ არა ფიზიკური დაპირისპირებაც, ბიწაძემ უპასუხა, რომ გაჩეჩილაძესთან ”ფიზიკური დაპირისპირება ძნელი საქმეა.” შეგახსენებთ, რომ უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბადრი ბიწაძემ ლევან გაჩეჩილაძე დაადანაშაულა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის რამდენიმე მილიონი ლარის მოთხოვნაში.
XS
SM
MD
LG