Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


საინფორმაციო სააგენტოები თვითმხილველების ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სირიის ქალაქ დარაში უსაფრთხოების ძალები ცრემლმდენი გაზით იგერიებენ და ნამდვილ ტყვიებს ესვრიან დემონსტრანტებს. თვითმხილველები ყვებიან, რომ აქციაში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. მათი ნაწილი სკანდირებდა ლოზუნგებს „მოვითხოვთ ღირსებას და თავისუფლებას“ და „დასრულდეს საგანგებო მდომარეობა“. დარაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მოკლულია ბევრი ადამიანი.
XS
SM
MD
LG