Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის დასავლეთში მეამბოხეები პოზიციებს იმყარებენ


ლიბიიდან მოდის ცნობები, რომ ლიდერის, მუამარ კადაფის ძალები ქვეყნის დასავლეთში მდებარე სტრატეგიული პოზიციებიდან უკან იხევენ - ოპოზიციის მებრძოლები კი ქვეყნის აღმოსავლეთში ყველა ძირითად ნავთობტერმინალს აკონტროლებენ. ოპოზიციის ძალებს ხელსაყრელ პირობებს გაეროს მიერ დაწესებული ფრენის აკრძალვა უქმნის. ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებს - რას ლანუფს, ბრეგას, უყაილაას და ბინ ჯავადს. მათ ხელშია აჯდაბიაც. ამასთან, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელში ჩაიგდო კადაფის დაბადების ადგილი - ქალაქი სირტე - თუმცა ამ ცნობის გადამოწმება ვერ ხერხდება. სირტე კოალიციის ძალების საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა. ნატო აცხადებს, რომ ლიბიის თავზე გაეროს მიერ დაწესებული ფრენის აკრძალვის უზრუნველყოფის ოპერაციას ახლა ის ხელმძღვანელობს, ოპერაციის მიზანი კი სამოქალაქო პირების დაცვაა. ამასობაში, კატარი პირველი არაბული სახელმწიფო გახდა, რომელმაც ლიბიის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად ბენღაზიში გამაგრებული მეამბოხეები აღიარა. მანამდე ანალოგიური ნაბიჯი საფრანგეთმა გადადგა.
XS
SM
MD
LG