Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეების წინსვლა შეჩერდა


ლიბიიდან მიღებული ცნობების თანახმად, მეამბოხეებმა შეეჩერეს წინსვლა ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით, მას შემდეგ, რაც მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა სასტიკი კონტრიერიში მიიტანეს ამბოხებულთა კოლონაზე. ამბოხებულთა ძალები, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ძირითად საზღავო პუნქტზე და სანავთობო ბაზებზე, გავრცელებული ინფორმაციით ლიბიის სამთავრობო ძალების მიერ მოწყობილ ჩასაფრებას წააწყდნენ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეს მისადგომებთან. გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასევე ქალაქ მისრათას, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში და სიმშვიდე აღსდგა.
XS
SM
MD
LG