Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენშტაბი ადასტურებს რუსეთის არმიის ჩამორჩენას


რუსეთის სამხედრო მეცნიერება და არმია მინიმუმ 20 წლით ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს. ამის თაობაზე სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა. იმ დროს, როდესაც მთელი სამყარო კოსმოსურ საშუალებებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს ავითარებენ, რუსეთში აქცენტი მასობრივ არმიაზე და მორალურად მოძველებული ტექნიკის შესყიდვაზე კეთდებოდა, - აღნიშნა მაკაროვმა. მისი თქმით არმია აუცილებლად უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სისტემაზე და 10-15 პროცენტით უნდა შემცირდეს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG