Accessibility links

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია კოსოვოს პრეზიდენტის არჩევა


კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია რესპუბლიკის პრეზიდენტად ბეჯეტ პაკოლის არჩევა. პაკოლის არჩევის ანტიკონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელი ოპოზიციამ შეიტანა, რომელიც აცხადებდა, რომ კენჭისყრა პარლამენტში დარღვევებით ჩატარდა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე გადაწვეტილებაა, კოსოვოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. სექტემბერში გადადგა ყოფილი პრეზიდენტი ფატმირ სეიდიუ, რომელიც, პრეზიდენტობის განმავლობაში, კანონის დარღვევით ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ პარტიას.
XS
SM
MD
LG