Accessibility links

logo-print

დოკუ უმაროვი შესაძლოა მოკლული იყოს


ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შესაძლოა მოეკლათ დოკუ უმაროვი. ამის შესახებ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება ავრცელებს ცნობას. გუშინდელი ინფორმაციით, ინგუშეთის მთებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 17 მებრძოლი მოკლეს და ორი დააკავეს. რუსეთის ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ მოკლულები კავშირში იყვნენ დომოდედოვოს აეროპორტში მოხდარ ტერაქტთან. სპეცოპერაცია, რომელშიც ორასამდე სამხედრო იღებს მონაწილეობას, გრძელდება.
XS
SM
MD
LG