Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაკრები ისრაელთან შეხვედრისათვის მზადაა


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას გამართავს თელავივში - ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. დღევანდელი მდგომარეობით ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში საქართველო მესამე ადგილზეა, საბერძნეთისა და ხორვატიის შემდეგ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია ამბობს, რომ წაუგებელ ათმატჩიან სერიას გამარჯვებით გააგრძელებს.
XS
SM
MD
LG