Accessibility links

logo-print

”საზოგადოებრივი დამცველი” - მანიფესტაციების მონიტორი


არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივმა დამცველმა” პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათი მიზანი შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგი იქნება, ასევე მანიფესტაციების დროს დაკავებული პირების ადვოკატირება და მონიტორინგის შედეგების დოკუმენტური მასალის გავრცელება. რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ მანისფესტაციების მონიტორინგი და მასში მონაწილეთა უფლებების დაცვა?

”საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობა გაზაფხულზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ გამოსვლებს უკავშირდება, თუმცა თავად არასამთავრობო ორგანიზაცია აპოლიტიკურია. ამაზე ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძემ:

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდა მანიფესტანტებს პატრული. მე მხედველობაში მაქვს 2009 წლის აქციები, არაერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გაიგზავნა ...
”როგორც იცით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ღიად აფიქსირებს და ზოგიერთი გეგმავს გაზაფხულზე მანიფესტაციებს და მართლაც არ არის გამორიცხული ხალხი ისევ გარეთ გამოვიდეს და დაიწყოს აქციები და ამ შემთხვევაში ჩვენს დიდ გამოცდილებას გამოვიყენებთ და აქციების ჩატარებას მონიტორინგს გავუწევთ.”

მონიტორინგის გარდა, რომელსაც ორგანიზაციის მობილური ჯგუფები ჩაატარებენ, ითქვა, რომ „საზოგადოებრივი დამცველი“ მანიფესტაციების დროს შესაძლო დაკავებული პირების ადვოკატირებას გასწევს, ასევე მოამზადებს დოკუმენტურ მასალას, რომელიც სხვადასხვა საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნება. „საზოგადოებრივი დამცველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ადვოკატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პრევენციულ ზომებს იღებენ:

”ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდა მანიფესტანტებს პატრული. მე მხედველობაში მაქვს 2009 წლის აქციები, არაერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გაიგზავნა და ჩვენ არ გვინდა მსგავსი რამ ამჯერადაც განმეორდეს.”

მუხტზე ფიქრი მხოლოდ ცუდი გზით თუ წაიყვანს პოლიტიკურ პარტიას და, ბუნებრივია, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება ...
ორგანიზაციის სამართლებრივი დირექტორი კახა კახიშვილი ირწმუნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან მათ ორგანიზაციას კავშირი არა აქვს და არც რომელიმე კონკრეტული მანიფესტაციისთვის შექმნილა „საზოგადოებრივი დამცველი“. უბრალოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების გაანალიზებით მიიღეს გადაწყვვეტილება მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინათ:

” ერთ რაღაცაზე დამთხვევა და ორიენტირი ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია. ეს არის, უბრალოდ, პრევენცია. ჩვენ პოლიტიკოსები ყოველთვის გვპირდებიან აქციებს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ამიტომ, გაზაფხულზე რომ არ შექმნილიყო, შემოდგომაზე შეიქმნებოდა, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ზამთარში ისვენებენ.”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გვეუბნება, რომ ქვეყანაში მანიფესტაციების და სიტყვის გამოხატვის უფლება კანონმდებლობით არის დარეგულირებული და ამ გამოხატვის უფლებაც დაცულია, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი რეაგირება ადეკვატურია. გაზაფხულზე ნავარაუდევ მანიფესტაციებს პავლე კუბლაშვილი „რევოლუციურ სიზმრებს“ უწოდებს და ამბობს, რომ თუკი ვინმეს ასეთი ოცნებები აქვს, ეს ოცნებები გადამეტებულია, რევოლუციურ მუხტზე ფიქრი კი მას არასწორ მიმართულებად მიაჩნია:

”მუხტზე ფიქრი მხოლოდ ცუდი გზით თუ წაიყვანს პოლიტიკურ პარტიას და, ბუნებრივია, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება.”

პავლე კუბლაშვილი ასევე ამბობს, რომ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია უფლებადაცვითი მიმართულებით იმუშაოს, თუ ეს მათ ინტერესს შეადგენს.
XS
SM
MD
LG