Accessibility links

logo-print

დღეიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის არმიის გენერალი ხელმძღვანელობს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს დღეიდან ხელმძღვანელობს რუსეთის არმიის გენერალი ვლადიმირ ვასილჩენკო, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედაც დაინიშნა. მანამდე ვასილჩენკო ციმბირის სამხედრო ოლქის ოპერატიული მართვის შტაბის უფროსად მუშაობდა. აფხაზური შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი პირად შემადგენლობას დღეს სერგეი ბაგაფშმა წარუდგინა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია აფხაზური არმიის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ და განაცხადა, რომ ხელისუფლება მიმართავს ყველა ზომას ძლიერი, მობილური და პროფესიონალური შეიარაღებული ძალების შესაქმნელად. თავის მხრივ, გენერალმა ვასილჩენკომ თავდაცვის სამინისტროს მიზნად დაასახელა არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, რათა მან ”აფხაზეთის ხელშეუხებლობა და ხალხის მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველყოს”.
XS
SM
MD
LG