Accessibility links

აფხაზეთში ადასტურებენ, რომ სოხუმსა და მოსკოვს ტერიტორიული უთანხმოება აქვთ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ადასტურებს, რომ სოხუმსა და მოსკოვს გარკვეული ტერიტორიული უთანხმოება აქვთ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირინა აგრბამ სააგენტო ”როსბალტს” განუმარტა, რომ რუსეთი მის ტერიტორიად მიიჩნევს ფედერაციასთან მოსაზღვრე სოფელ აიბგის ნაწილს. აგრბას განცხადებით, აფხაზურ მხარეს არასდროს არაფერი გადაუკეთებია და მხოლოდ სურს, რომ რუსეთთან საზღვარი დაკანონდეს იმ ადგილას, სადაც დოკუმენტების თანახმად გადის საზღვარი აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეს შორის. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერს იმედი აქვს, რომ სოხუმი და მოსკოვი გამოცდას გაუძლებენ და შეთანხმდებიან. რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის დელეგაციები ამჟამად მოსკოვში განიხილავენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებს.
XS
SM
MD
LG