Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ლიბიის შესახებ საერთაშორისო შეკრება დაიწყო


40-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ ლონდონში მიმდინარე შეკრებაში, სადაც ლიბიის მომავალზე მსჯელობენ - იმ ფონზე, როცა საკუთრივ ლიბიაში გრძელდება ბრძოლა მეამბოხეებსა და ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგულ ძალებს შორის. ლონდონში მიმდინარე შეხვედრის მიზანია ლიბიაში პოლიტიკური ცვლილებების და კონფლიქტის შემდგომი ჰუმანიტარული დახმარების განხილვა. ლიბიაში, კადაფის პოზიციების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მეამბოხეებმა დასავლეთით გაიმყარეს პოზიციები - თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის დაბადების ადგილიდან - ქალაქ სირტედან - მთავრობის ძალებმა ტანკებით და რაკეტებით მათი განდევნა შესძლეს.
XS
SM
MD
LG