Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი გადადგა


სირიაში დღეს მთავრობა გადადგა - ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო აქციების შემდეგ, რასაც სულ მცირე 60 ადამიანი შეეწირა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ნაჯი ოტრის მთავრობის განაცხადი გადადგომის შესახებ. ასეთ ფონზე, ქვეყანაში მთავრობის მიერ სანქცირებული აქცია ეწყობა, სადაც ათასობით ადამიანი ალ-ასადს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მოელიან, უახლოესი 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტი ერის წინაშე სიტყვით გამოვა და 48 წლის მანძილზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG