Accessibility links

იაპონია: რეაქტორები უნდა დაიტბოროს, საფრთხის მიუხედავად


იაპონიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ფუკუშიმის დაზიანებული ბირთვული სადგურის რეაქტორებზე უნდა გაგრძელდეს წყლის დასხმა, მასშტაბური დნობის თავიდან ასაცილებლად. მთავრობის წარმომადგენლის, იუკიო ედანოს თქმით, იმისათვის, რომ რადიოაქტიული საწვავის ღეროები არ გახურდეს და გამოშრეს, ეს „გარდაუვალი“ გზაა - შიშის მიუხედავად, რომ ამ მეთოდს შეიძლება რადიაციის გაჟონვა მოჰყვეს. ფუკუშიმის ექვს რეაქტორზე გამაციებელი სისტემების ჩართვაზე მუშაობა კვლავ შეფერხებულია, ჰაერში რადიაციის გავრცელების გამო. ორშაბათს გამოცხადდა, რომ ობიექტზე, მიწაში მაღალრადიაციული პლუტონიუმი აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG