რუსეთის განცხადებით, მან ჩეჩენ მეამბოხეთა საველე მეთაურს, დოკუ უმაროვს ოფიციალურად წაუყენა ბრალი მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში, რომელსაც 37 ადამიანი ემსხვერპლა და 180-ზე მეტი პირი დაიჭრა. გასულ თვეში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უმაროვმა პასუხისმგებლობა იკისრა ამ თავდასხმაზე.
ყველაზე პოპულარული
1