Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში არჩევნებზე ქალების დასაშვებად მზად არ არიან


საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი ჯერ არ არიან მზად ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიანიჭონ. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, აბდულრაჰმან ალ-დაჰმაშმა პირობა დადო, რომ მომავალ კენჭისყრაზე ქალებს ეს უფლება მიეცემათ. მაგრამ, მისი თქმით, ახლა, მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებში ამომრჩევლებად ქალების დასაშვებად მოსამზადებელი სამუშაო არ არის ჩატარებული. საანგენტო როიტერის ცნობით, მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრაცია აპრილში დაიწყება, კენჭისყრა კი სექტემბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG