Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმია ავღანეთიდან გავრცელებული ფოტოებისთვის ბოდიშს იხდის


აშშ-ის სამხედრო ძალები ბოდიშს იხდის ნებისმიერი სტრესისთვის, რომელიც შესაძლოა გამოწვია მოკლული ავღანელების ფონზე ამერიკელი სამხედროების ამსახველ, ახლახან გავრცელებულ ფოტოებს. არმიის განცხადება ორშაბათს გაკეთდა - მას შემდეგ, რაც ეს ფოტოები აშშ-ში გამომავალმა ჟურნალმა, როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე. გასულ კვირაში ანალოგიური ფოტოები გერმანიაში გამომავალმა ჟურნალმა, შპიგელმაც დაბეჭდა. გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის არმია ამბობს, რომ როლინგ სტოუნის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები შემაწუხებელია და მკვეთრ კონტრასტში მოდის აშშ-ის არმიის სტანდარტებსა და ღირებულებებთან. როგორც იუწყებიან, ფოტოები უკავშირდება აშშ-ში მიმდინარე სამხედრო გამოძიებას ავღანეთში სამხედრო დანაშაულთა შესაძლო ჩადენის შესახებ. საქმე ეხება აშშ-ის მეხუთე ბრიგადის ჯარისკაცების ქმედებებს ავღანეთში. ერთ-ერთ ჯარისკაცს, ჯერემი მორლოკს - რომელიც, როგორც ეჭვობენ, ფოტოებზეა გამოსახული - გასულ კვირაში 24 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მან სხვა დანაშაულებთან ერთად მკვლელობაში და შეთქმულებაში მონაწილეობა აღიარა.
XS
SM
MD
LG