Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 58-მდე გაიზარდა თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 58-მდე გაიზარდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტიკრიტში მოწყობილი იერიშის მსხვერპლთა რიცხვი. იერიში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შენობაზე განახორციელეს შეიარაღებულმა პირებმა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ დანაღმული ავტომანქანები და ხელყუმბარები გამოიყენეს სალეჰ ელ-დინის პროვინციის საკრებულოს შენობაში შეჭრისას და მძევლად აიყვანეს იქ მყოფი ხალხი. რამდენიმესაათიანი იერიში ერაყის უშიშროების ძალების ოპერაციამ დაასრულა. დაღუპულებს შორის არის, სულ ცოტა, სამი კანონმდებელი, დაჭრილია 100-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG