Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი დღეს გახდება ცნობილი


პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. როგორც ”ინტერპრესნიუსი: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს და არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი საბჭოები ზეპირ მოსმენაზე იკრიბებიან, სადაც 40 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავენ. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია და არც ერთი ქალი. საბჭოები ყოველი თვის ბოლოს იკრიბებიან და პატიმრებს ვადაზე ადრე პიობით ათავისუფლებენ. საბჭოები გათავისუფლებისას გარკვეულ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. მსჯავრდებულს სასჯელის გარკვეული ნაწილი უნდა ჰქონდეს მოხდილი, ციხის ადმინისტრაციის მიერ უნდა ხასიათდებოდეს დადებითად და საზოგადოებისათვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.
XS
SM
MD
LG